ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი პატიმრობაში დატოვა. პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებულმა განაჩენი დისტანციურად მოისმინა. პროკურორი ბიზნესმენის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა, ადვოკატები კი, მილიონი ლარის სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

დაცვის მხარის განმარტებით, ოზთურქს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ციხეში შესაძლოა მისი მდგომარეობა გართულდეს. ბრალდებულმა გირაოს შეფარდებაზე უარი მიიღო. თურქ ბიზნესმენს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

მეტის ნახვა