კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა

პოლიციის ლენტი

კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა. შემთხვევა გვიან ღამით, თბილისში, ვაზისუბანში მოხდა.

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. 30 წლამდე ასაკის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც ცნობილია, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

მეტის ნახვა