ე.წ. რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირეს

არა რუსულ კანონს

ე.წ. რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირეს. კანონპროექტს კენჭი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უყარეს, რადგან მანამდე ოპოზიციონერები დარბაზიდან გააძევეს.

საკითხს პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, ხვალ გაიტანენ. უცნობია, ხვალვე უყრიან თუ არა კენჭს დოკუმენტს.

დღევანდელი კომიტეტი დილის 9 საათზე დაიწყო და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საწინააღმდეგო პოზიციების გამო სხდომიდან გააძევა თითქმის ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ის მათ კითხვების დასმის საშუალებას არ აძლევდა და მიკროფონებს უთიშავდა. მიზეზად კი რეგლამენტის დარღვევა მოჰყავდა.

მეტის ნახვა