რა უნდა გააკეთოთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და დაგემუქრნენ

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, დაგემუქრნენ? - საიას თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში წერს, რომ სამართლებრივი გზით დაპირისპირება ნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, გვაქვს თუ არა იმედი, რომ ჩვენ შეტყობინებას შედეგი მოჰყვება. ნონა ქურდოვანიძის პოსტის მიხედვით, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგაყენეს, ან დაგემუქრნენ, უნდა მიმართოთ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს, ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას. დაკავშირება შესაძლებელია ონლაინაც. ტელეფონზე განუწყვეტელი რეკვა, დევნა, მათ შორის, თუ მას თან ახლავს მუქარა, დანაშაულია. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა/პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს ქმედებები და გამოკვეთოს პასუხისმგებელი პირები. არსებობს რისკი,  რომ თქვენს ტელეფონს დროებით საგამოძიებო ორგანო დაიტოვებს, თუმცა, წესით, ეს არ სჭირდება ამ ტიპის დანაშაულის გამოძიებას.

 

რა უნდა გააკეთოთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და დაგემუქრნენ

მეტის ნახვა