" ჩვენ ვწყვეტთ საკრებულოებში თანამშრომლობას, ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან" - ენმ

ენმ

"ხელისუფლებამ მიიღო რუსული კანონი, ჩვენ ვწყვეტთ საკრებულოებში  თანამშრომლობას, ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან" - ამის შესახებ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" განაცხადეს. 

ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და მიიღო რუსული კანონი, რაც ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. 

"პირველ რიგში, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პატრიოტ და მებრძოლ ახალგაზრდებს, რომლებმაც აქტიურ ფაზაში შეიყვანეს ევროპისკენ სვლა. რეგიონში ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში ყოველდღიურად და გვაჩვენებენ გმირობის მაგალითს.

გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ აქციებზე დაკავებულ, უმოწყალოდ ნაცემ, დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც თავს ესხმის ხელისუფლება.

ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და მიიღო რუსული კანონი, სწორედ ამიტომ, ჩვენ ვწყვეტთ საკრებულოებში ყოველგვარ თანამშრომლობას, ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან.

მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ერთად შევუერთდეთ ახალ ეროვნულ მოძრაობას და ხალხთან ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

ჩვენ ვხედავთ რომ როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონში მოქალაქეები ყოველდღიურად აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს, დღეს ყველა ჩვენგანის ადგილი არის ამ ადამიანების გვერდით, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ძალა ერთობაშია!"- აცხადებენ ენმ-ში. 

მეტის ნახვა