ამ წუთებში ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - რას ითხოვენ ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრებლები?

აქცია

ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები აქციას მართავენ. მოქალაქეები ტაბიძის ქუჩასთან დამაკავშირებელი საცალფეხო ბილიკის გასხვისებას აპროტესტებენ.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ საქმის კურსში იყო მერია და დაპირებაც იყო, რომ გასხვისების შემთხვევაში საცალფეხო ბილიკი მოსახლეობის სარგებლობაში დარჩებოდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა. აღნიშნული ბილიკით ჯამში 300-ზე მეტი ოჯახი სარგებლობს.

ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები და სკოლის მოსწავლეები  ამ ბილიკით სარგებლობენ.

ადგილზე იმყოფება ჩვენი რეპორტიორი და სატელევიზიო მასალას 20:30-ზე ნახავთ.

მეტის ნახვა