ბათუმში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - მცირეწლოვანი დაიღუპა

მკვლელობა პოლიციის ლენტი

ფოტო: ნინია მესხიძე

TV25.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, იმ დროს მოხდა, როცა ბავშვი ეზოში ველოსიპედით თამაშობდა.

მცირეწლოვანი კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ პაციენტი საავადმყოფოში შეყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტის ნახვა