განგაშის სიგნალი, წიწაკის სპრეი და დაკავებები - რა ხდება პარლამენტთან

აქცია

შსს-მ გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართო, რის შემდეგაც სპეცრაზმი როგორც წესი აქციის დარბევასა და წყლის ჭავლის გამოყენებას იწყებს. დაიწყო დაკავებებიც. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე. 

"მცემეს, დამიჭირეს. სასტიკად უსწორდებიან ხალხს" - წერს კუპრაძე სოცქსელში.

დაძაბული ვითარებაა ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც სპეცრაზმელებმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვეს. ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სპეცრაზმია მობილიზებული.   

მეტის ნახვა