ბათუმში, საშაურმის ვიტრინა გატეხეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, საშაურმის ვიტრინა გატეხეს. შემთხვევა დილის 4 საათზე მოხდა. მეპატრონის ინფორმაციით, ბანერებიანი შუშა, რომელზეც საპროტესტო გზავნილებია დატანილი, შეიარაღებულმა, შენიღბულმა პირმა ჩალეწა.

ვაჟა თავართქილაძე ფიქრობს, რომ თავდასხმა მისი გაჩუმებისა და დაშინების მცდელობაა. მისივე მტკიცებით, ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი მივიდა, თუმცა, დამნაშავე ცხელ კვალზე არ დააკავეს.

თავართქილაძის თქმით, ეს 10 დღის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მის ობიექტს თავს ესხმიან. აღნიშნავს, რომ პირველ შემთხვევაში პოლიციას მიმართა, ჩატარდა სასამართლო, თუმცა ბრალდებულს მოსამართლემ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, რის გამოც პოლიციასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.

მეტის ნახვა