მეორე დღეა ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ

მეორე დღეა ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ. მოზარდი, მის ნათესავთან ერთად, ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან, წყალში, გუშინ, დღის პირველ ნახევარში შევიდა.

TV25.GE-ის ინფორმაციით, 16 წლის ბიჭის გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს, მეორე კი ზღვაში გაუჩინარდა და ამ დრომდე ეძებენ.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურები და მყვინთავები.

შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია.

მეტის ნახვა