კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

პოლიციის ლენტი, დანაშაული, მკვლელობა

კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. შემთხვევა მარნეულში მოხდა. ქალს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც ცნობილია, 44 წლის კაცმა ყოფილი ცოლი სამსახურში მიმავალ გზაზე გააჩერა და დაჭრა.

შსს-ის ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტის ნახვა