შუახევში, ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა

პოლიციის ლენტი

შუახევში, ქმარმა ცოლი მოკლა. როგორც TV25.GE-სთვისაა ცნობილი, 33 წლის ქალს ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. იგი ადგილზე გარდაიცვალა. 

წყაროს ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ, კაცმა თვითდაზიანება მიიყენა.

"ბათუმში ცხოვრობენ, შუახევში წაიყვანა და გზაში ყელი გამოჭრა, მიზეზი არ ვიცი. შემდეგ კაცმაც თვითდაზიანება მიიყენა, ამბობენ მძიმედ არისო, მეტი არაფერი ვიცი", - გვითხრა წყარომ.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მკვლელობის მოტივი. სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მოკლულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მეტის ნახვა