ე.წ. რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო

არა რუსულ კანონს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო, ოპოზიცია კი სხდომის გადადებას ითხოვს. ამის შესახებ სხდომის დასაწყისში, გამარჯვების კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა.

"ჩვენ დავაყენებთ კომიტეტის სხდომის გადადების საკითხს, იმიტომ, რომ კომიტეტი კონტრაქციის პარალელურად, სადაც იძულებით ჩამოჰყავთ ხალხი, არის პირდაპირი პროვოკაციის მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან.

თუ ისინი ამას არ დათანხმდებიან, სრულ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე, პირდაპირ ვამბობ, იმიტომ, რომ საკომიტეტო განხილვები ბუნებრივ გაღიზიანებას იწვევს საზოგადოებაში", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 20:00 საათზე, ქართული ოცნება საკუთარი კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს.

მეტის ნახვა