იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილს დაატოვებინეს

პარლამენტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ე.წ. რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ, ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილს დაატოვებინეს. ბოლო, რომელიც დარბაზიდან გააძევეს, სალომე სამადაშვილია. მანამდე სხდომიდან გაუშვეს დეპუტატები ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე. ამ უკანასკნელს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"ლელოს" წევრი ამბობდა, რომ ამ კანონის გამო საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დაკარგონ. ამის გამო ანრი ოხანაშვილმა მას სიტყვა ჩამოართვა და თქვა, რომ ეს არ ეხებოდა პირველ მუხლს.

მიკროფონის გათიშვის შემდეგ, სამადაშვილმა მომხსენებელ მამუკა მდინარაძესთან კამათი გააგრძელა, რის გამოც მას დარბაზი დაატოვებინეს.

მეტის ნახვა