ხვალ ბათუმობაა

ხვალ, ბათუმობა 2024 გაიმართება. ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედაა დაგეგმილი. ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბოტანიკური ბაღის, საზღვაო აკადემიის, საბავშვო და გასტრონომიული კუთხეები. დაიდგმება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი.

გაიმართება კონცერტები, იმღერებენ ანსამბლები და სოლო შემსრულებლები. ჩანიშნულია საპატიო ბათუმელების დაჯილდოება. ,,ბათუმობა 2024“ გალაკონცერტით დასრულდება.

მეტის ნახვა