„შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი და ევროკაშირის მიერ საქართველოს დაფინანსება“ - ევროპარლამენტარების მიმართვა ბორელს

ევროკავშირის მიმართვა

„შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის მიერ საქართველოს დაფინანსება“ - ევროპარლამენტარების საგანგებო მიმართვა ევროკავშირის უმაღლეს კომისარს.

30 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს საგანგებო განცხადებით მიმართავს და ე.წ რუსული კანონის ინიცირებისა და აქციის მონაწილეების  დარბევის გამო საქართველოს ხელისუფლების მიმართ რეაგირებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას თხოვს.

ღია წერილში ნათქვამია, რომ ე.წ რუსული კანონის ინიცირებით და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით , მმართველმა გუნდმა ყველა ზღვარი გადალახა, ამიტომ ევროდეპუტატების ნაწილი სტატუსის შეჩერების საკითხის განხილვას ითხოვს.

,,საქართველოს ხელისუფლების მიერ განგრძობადი არადემოკრატიული ქმედებები , განსაკუთრებით, კი მათი აგრესიულობა რომ გაიტანონ „რუსული-სტილის“ კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ , გააჩუმონ და გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი დემონსტრატების წინააღმდეგ ყველა ზღვარი გადაკვეთა. ასეთმა ქცევამ კიდევ უფრო გაიზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება ცხრა ნაბიჯს, რომლებიც საქართველოს მთავრობას დაეკისრა , როდესაც ქვეყანას ევროკავშირმა მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის იგნორირება აღარ შეიძლება.

მოგიწოდებთ დააფიქსიროთ მტკიცე პოზიცია და მიიღოთ შემდეგი ზომები, რომელიც იქნება მკაფიო სიგნალი საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებისთვის. 

 

პირველი, საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ქცევაა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს. საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს , გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე.

უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება", - წერია განცხადებაში.

მეტის ნახვა