ტრაგედია ქობულეთში - მიწის მასის ჩამოწოლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა ქობულეთში. სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, იგი სანიაღვრე არხის პროექტზე იყო დასაქმებული და მილების გაყვანის სამუშაოებს აწარმოებდა. სწორედ იმ დროს ჩამოიშალა მიწის მასა და ქვეშ მოიყოლა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას  იგი გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე მობილიზებული იყო პასუხისმგებელი უწყებების თანამშრომელები. შსს-ში გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

მეტის ნახვა