„ოცნებას“ იურისტი ტყუილში ამხელს - ბრაჭველის ინფორმაციით, სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება

ოცნებას "სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" იურისტი მორიგ ტყუილში ამხელს. საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ  რუსულ კანონში ჩუმად ჩაემატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება. ბრაჭველის თქმით, მესამე მოსმენით მიღებული დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, მოითხოვოს არა მხოლოდ ყველა სახის პერსონალური მონაცემი, არამედ საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც და

 

ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს წარუდგენლობის შემთხვევაში. მას შემდეგ რაც ბრაჭველმა კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა, მისივე ცნობით,  პარლამენტის ოფიციალური გვერდიდან, დოკუმენტი აიღეს.  საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმით, ცვლილებების მიუხედავად ე.წ რუსული კანონი ფიზიკურ პირებს არ ეხება. მისივე თქმით, საუბარია მხოლოდ ინფორმაციის მოპოვების დროს ფიზიკური პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ,ქართულმა ოცნებამ აგენტების შესახებ კანონი 14 მაისს მიიღო. დოკუმენტით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელლად  ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს

მეტის ნახვა