ბათუმში დღეს აქციების ნაცვლად საჯარო ლექცია და დისკუსია გაიმართა

დღეს, აგენტების შესახებ კანონის მოწინააღმდეგეების აქცია არ გამართულა.  მომიტინგეებმა ეს გადაწყვეტილება არეულობის თავიდან ასაცილებლად მიიღეს. სანაცვლოდ, ბათუმში საჯარო ლექციები და დისკუსიები გაიმართა. შეხვედრას ბსუ-ს პროფესორები წარუძღვნენ. იმსჯელეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა, რუსული ოკუპაცია საქართველოში,  ევროპული ცივილიზაციის ქართული საზომები, ევროპული განათლება, ტრადიციები და თანამედროვეობა, ოჯახი, როგორც კულტურა, ქართულ ლიტერატურულ კონტექსტში. 

მეტის ნახვა