მერიას და მოსახლეობას შორის დაპირისპირების მიზეზად ქცეული საფეხმავლო ბილიკი - რას ითხოვენ ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრებლები

მერიას და მოსახლეობას შორის დაპირისპირების მიზეზად ქცეული საფეხმავლო ბილიკი. გიყვებით ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრებლების პრობლემას, რაც იმაში გამოიხატება, რომ ადგილობრივებს ტაბიძის ქუჩაზე გასასვლელად არსებულ მონაკვეთს უკეტავენ. საქმე ისაა, რომ ტერიტორია მერიისგან კერძო პირმა შეისყიდა და  ახლა მას იქ სხვა გეგმები აქვს. არადა წამებულის ქუჩაზე მცხოვრებლები ამტკიცებენ,  რომ თვითმმართველობის წარმომადგენლები  მათ საპირისპიროში აწმუნებდა. დღეს ადგილზე ხმაური იყო. პრობლემის გადაუჭრელობით გაღიზიანებულ მოქალაქეებს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილე  უხეში და დამამცირებელი  ფრაზებით მიმართავდა. 

მეტის ნახვა