უბედური შემთხვევა ქობულეთში - კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

შსს

უბედური შემთხვევა ქობულეთში. სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად კაცი გარდაიცვალა. 

ქობულეთის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, კაცი სოფელში მიმდინარე სამუშაოებზე იყო დასაქმებული. ზურაბ ლაზიშვილის ცნობით, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. 

ვინ აწარმოებდა ადგილზე სამუშაოებს და იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული? TV25-ს კითხვაზე მერის წარმომადგენელი ასე პასუხობს:

"ადგილზე რამდენიმე კომპანია მუშაობს. არ ვარ საქმის კურსში, არვიცი იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული"

შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტის ნახვა