ახალი ამბები • 1722018189
დღეს აგენტების საწინააღმდეგო აქციები არ გაიმართება
![გეგმა გეგმა](https://www.tv25.ge/uploads/files/2024/05/17/9226/gegma_w_h.jpeg)
დღეს, 17 მაისს, აგენტების შესახებ კანონის მოწინააღმდეგეების აქცია არ გაიმართება არც თბილისსა და არც ბათუმში.
მომიტინგეების თქმით, კანონის გასაპროტესტებლად დღეს არ შეიკრიბებიან, რადგან არ სურთ არეულობის გამოწვევა.
18:30 საათიდან ბათუმში დაგეგმილია საჯარო ლექციები და დისკუსიები ახალგაზრდებისთვის ახალი ბულვარის ამფითეატრთან.
"მომხსენებელი იქნებიან და დისკუსიებს გაუძღვებიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები.
ევროპული ცივილიზაციის ქართული საზომები - ლაშა ბაჟუნაიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ევროპული განათლება, ტრადიციები და თანამედროვეობა - ინგა შამილიშვილი,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ოჯახი, როგორც კულტურა, ქართულ ლიტერატურულ კონტექსტში - ნანა ტრაპაიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურის კრიტიკოსი
რუსული ოკუპაცია საქართველოში - კახა სურგულაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი"- წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში
![ლაშქრობა ლაშქრობა](https://www.tv25.ge/uploads/files/2024/07/25/9697/lashqroba_b_t.jpeg)
1721929785
![პოლიციის ლენტი პოლიციის ლენტი](https://www.tv25.ge/uploads/files/2023/09/21/7150/politsiis-lenti_b_t.jpeg)
1721376743