უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი დაფიქსირდა

უკანონო თევზჭერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრეცელებს.


უწყების ცნობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, ორ შემთხვევაში, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას თევზჭერის აკრძალული საშუალებით - ელექტროშოკური მოწყობილობით ახდენდნენ.

ერთი მოქალაქე კი, თევზჭერისას ასევე აკრძალულ საშუალებას - ფეთქებად ნივთიერებას იყენებდა.

სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის, ჯამში 5 კილოგრამზე მეტი თევზი. ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

მეტის ნახვა