ანა ბუჩუკური ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე

ანა ბუჩუკური

ანა ბუჩუკური გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი მიმართვას მოთხოვნით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი გადაიხედოს.

„სტატუსის შეჩერების მოთხოვნას ბუნებრივია, ვერ გავიზიარებ, რადგან ძალიან მკაფიო იყო ამ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი, ეს სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და წერტილი. „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტატუსი არ მიგვეღო, მაგრამ ეს სტატუსი ქართველმა ხალხმა მოიპოვა, ამ მონაპოვარს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მეორეს მხრივ, ცხადია, რომ „ოცნების“, ივანიშვილის „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო ნაბიჯს წინ, ევროკავშირისკენ ვერ გადადგამს. ვიმეორებ, სტატუსის შეჩერების მოთხოვნას ბუნებრივია, ვერ გავიზიარებ, ასევე ძალიან ცხადია, ივანიშვილის პირობებში ეს ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ვეღარ გახდება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ის შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. როგორც ბუჩუკური აცხადებს, ქვეყნის პარტნიორები „მკაფიოდ ამბობენ, რომ ამ კანონის [უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ] პირობებში საქართველო ნაბიჯს წინ, ევროკავშირისკენ ვერ გადადგამს“.

„ჩემი გუნდის პოზიცია იქნა გაჟღერებული, რომ ამ რთულ პერიოდში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მიუხედავად ხელისუფლების ნეგატიური თავდასხმითი გზავნილებისა, ჩვენმა პარტნიორებმა ქართველი ხალხის გვერდში დგომა გააგრძელონ და რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები მოგვეხმარონ, როგორც ეს 2012 წელს მოხდა, ქართველ ხალხთან ერთად ჩავატაროთ და დავიცვათ ნორმალურთან მაინც მიახლოებული არჩევნები“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

მეტის ნახვა