ოკუპანტებმა ლუგანსკის ორი სოფელი დაიკავეს და ლუცკში სატელევიზიო ანძა ააფეთქეს - უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

ომი უკრაინაში

ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის ორი სოფელი დაიკავეს და ლუცკში სატელევიზიო ანძა ააფეთქეს, - ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დნეპროპეტროვსკისა და ვინიცის ოლქებში სამხედრო საწყობებში ხანძარია. ხანძარია ასევე კიევის ოლქის ქალაქ ბროვარის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილში.

„ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის სოფლები გოროდიშჩე და მელოვოიე აიღეს,“- აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში.

მეტის ნახვა