უკრაინა საჰაერო სივრცეს ხურავს - კადრები უკრაინიდან

უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობის გამო, უკრაინამ საჰაერო სივრცე დახურა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენებასთან დაკავშირებით ცვლილებები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვართან სამოქალაქო თვითმფრინავები „მაღალი რისკის“ ქვეშ იმყოფებიან.

ცნობისთვის, რუსეთი დედაქალაქს კიევს და სხვა ქალაქებს ბომბავს.

„ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო! დღეს დილით პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონბასში. რუსეთმა დაარტყა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურას და ჩვენს მესაზღვრეებს. უკრაინის ბევრ ქალაქში ისმოდა აფეთქებები. ვაწესებთ საომარ მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

ერთი წუთის წინ საუბარი მქონდა პრეზიდენტ ბაიდენთან. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო საერთაშორისო მხარდაჭერის გაერთიანება. დღეს თითოეულმა თქვენგანმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. დარჩით სახლში, თუ შეგიძლიათ. ჩვენ ვმუშაობთ. ჯარი მუშაობს. თავდაცვისა და უსაფრთხოების მთელი სექტორი მუშაობს. არავითარი პანიკა. ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ უკრაინა,“- განაცხადა ზელენსკიმ. 

მეტის ნახვა