რუსეთს სამხედროები ბელარუსის საზღვრიდან შეჰყავს - ომი უკრაინაში

პუტინი და ლუკაშენკო

რუსეთმა ჯარები და სამხედრო მანქანების შეყვანა ბელარუსის საზღვრიდან განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სამხედრო კოლონა უკრაინაში ადგილობრივი დროით 6:48 საათზე შევიდა.

ცნობისთვის, უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბელარუს-უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების, სამხედრო შეიარაღებისა და ტანკების მობილიზება ხდებოდა. ამ პერიოდში რუსეთი და ბელარუსი უკრაინის საზღვართან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებნენ.

„დაახლოებით დილის 5 საათისთვის უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე თავდასხმა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან, ბელარუსის მიერ მხარდაჭერილი რუსული ჯარების მიერ მოხდა“, - ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

მეტის ნახვა