რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს - კადრები უკრაინიდან

რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს. ოკუპანტმა სახელმწიფომ, უკვე, დედაქალაქ კიევზე, ხარკოვზე, დონეცკსა და ლუგანსკზე მიიტანა იერიში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის ჯარმა ლუგანსკში  არსებული ორი სოფელი აიღო. ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ.

CNN არვცელებს ფოტოს, რომელზედაც, მათი ინფორმაციით, კიევში მომხდარი აფეთქებაა ასახული.

უკრაინის დედაქალაქ კიევში და ქალაქ ლვოვში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, - ინფორმაციას CNN-ი საკუთარ კორესპონდენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მეტის ნახვა