არავითარი პანიკა, ჩვენ გავიმარჯვებთ - ვლადიმერ ზელენსკი უკრაინელებს მიმართავს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინელებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

„ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო! დღეს დილით პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონბასში. რუსეთმა დაარტყა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურას და ჩვენს მესაზღვრეებს. უკრაინის ბევრ ქალაქში ისმოდა აფეთქებები. ვაწესებთ საომარ მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

ერთი წუთის წინ საუბარი მქონდა პრეზიდენტ ბაიდენთან. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო საერთაშორისო მხარდაჭერის გაერთიანება. დღეს თითოეულმა თქვენგანმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. დარჩით სახლში, თუ შეგიძლიათ. ჩვენ ვმუშაობთ. ჯარი მუშაობს. თავდაცვისა და უსაფრთხოების მთელი სექტორი მუშაობს. არავითარი პანიკა. ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ უკრაინა,“- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტის ნახვა