ვინც, რუსეთში იმყოფება დაუყონებლივ დატოვოს ტერიტორია - უკრაინა მოქალაქეებს მიმართავს

უკრაინა-რუსეთი

უკრაინა-რუსეთის შორის არსებული კრიზისის გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით განცხადებას ავრცელებს. გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, რომ უწყება რუსეთის ტერიტორიაზე მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციაში საკონსულო დახმარების გაწევის მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში ყოველგვარი მოგზაურობისგან, ხოლო ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვოს მისი ტერიტორია“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მეტის ნახვა