"საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება" - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

"საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოება "რუსული კანონის" წინააღმდეგ აქციას მართავს და ევროპულ მომავალს იცავს.

„სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. სპეცრაზმი წყლისა და გაზის ჭავლებით მზად არის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ, მოქმედებაზე გადავიდეს. დაკავებები მიმდინარეობს.

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება!“, - წერს X-ზე სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილება დეპუტატებმა საპროტესტო აქციის ფონზე მიიღეს.

მეტის ნახვა