მთავრობა გამჭვირვალობას იჩემებს, თუმცა მისივე უწყებები საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ | "ფლანგვის დეტექტორი"

მთავრობა გამჭვირვალობას იჩემებს, თუმცა მისივე უწყებები საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ. კანონით გათვალისწინებული 10-დღიანი ვადის იგნორირება კი ჩვეულ ამბად იქცა. ამის შესახებ „ფლანგვის დეტექტორი“ წერს. ამის მაგალითად მესამე სექტორს საკუთარის გარდა, სხვა ორგანიზაციების გამოცდილებაც მოჰყავს.

მაგალითად “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიხედვით, 2022 წელი 2010-ის შემდეგ ყველაზე ცუდი წელიწადი იყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, რადგან გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 58% იყო, რაც, მხოლოდ 2021 წელსაც კი 24%-ით ჩამოუვარდება.

ამასთან ერთად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გაცემის შეფერხებისთვის, ადმინისტრაციული ორგანოები ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან, რიგ შემთხვევებში კი საჯარო ინფორმაციის მომთხოვნ პირებსა თუ ორგანიზაციებს უარს ეუბნებიან.

„ფლანგვის დეტექტორში“ ამბობენ, რომ გაუმჭვირვალობის პრობლემა განსაკუთრებით გამოხატულია სასამართლო სისტემაში და საქართველოს მთავრობა, ასევე  შესაბამისი უწყებები აგრძელებენ გამჭვირვალობის წინააღმდეგ მიმართულ მანკიერ პრაქტიკას.

მეტის ნახვა