ალექსანდრ დუგინი ე.წ რუსული კანონის მიღებას იწონებს და საქართველოს ხელისუფლებას აქებს

ე.წ რუსული კანონის მიღებას იწონებს რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგი, ანტიგლობალისტი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი. იგი საქართველოს ხელისუფლებას აქებს და ამბობს, რომ საქართველო სწორ გზაზეა და სურს სუვერენიტეტი.

მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე გააზიარა კადრები საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტრიბუნასთან მყოფ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს სახეში ჩაარტყა.

დუგინმა, აგრეთვე, დაწერა, რომ „საქართველოს სჭირდება სტალინი. წინააღმდეგ შემთხვევაში გლობალისტური სიბინძურე და ქართველი ხალხის სირცხვილი გაანადგურებს ამ მშვენიერ ქვეყანას“.

პარტიაში „საქართველოსთვის“ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება დუგინის მსგავსი ადამიანების ქართულ პოლიტიკაში შემოყვანით ცუდ პრეცედენტს ქმნის.

მეტის ნახვა