ხანძარი ბათუმში

ხანძარი ბათუმში. ცეცხლი შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი რესტორნის შენობას გაუჩნდა. შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების თქმით, ობიექტი რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შენიშნეს ძლიერი დაკვამლიანება, რის შემდეგაც 112-ში დარეკეს. ადგილზე მისულმა სახანძრო ჯგუფებმა ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოახდინეს.

მეტის ნახვა