2027 წლამდე, საქართველო 62 კაპიტალურ პროექტში ₾32 მილიარდს დახარჯავს | პროექტები სრულად ან ნაწილობრივ უცხოელი დონორებისგან ფინანსდება

ფლანგვის დეტექტორი

2027 წლამდე, საქართველო 62 კაპიტალურ პროექტში ₾32 მილიარდს დახარჯავს. მათგან უმსხვილესი პროექტები სრულად ან ნაწილობრივ უცხოელი დონორებისგან ფინანსდება. ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" წერს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, გრანტების საშუალებით ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა, მაგალითად, მყარი ნარჩენების გადამუშავება, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია-მშენებლობა, წყლის ინფრასტრუქტურის განახლება, წყალარინების სისტემის განახლება, კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სხვა.

"საქართველო წლებია, ევროკავშირისგან და დასავლელი პარტნიორებისგან მილიარდობით ლარის ოდენობის გრანტს იღებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები და გზავნილები ევროკავშირისა და დასავლეთისადმი მეტად კონფრონტაციული გახდა.

ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების გახსნა საქართველოს დემოკრატიულ პროგრესზეა დამოკიდებული, რომელთანაც ე.წ. რუსული კანონი წინააღმდეგობაში მოდის," - წერს "ფლანგვის დეტექტორი."

ორგანიზაცია აღნიშნავს იმასაც, რომ დემოკრატიულ პროგრესზე დამოკიდებული ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო პარტნიორთა მიერ საქართველოს მიმართ მილიარდობით ლარის ღირებულების დახმარების ფონზე, გამორჩეულად საგანგაშოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ღია კონფრონტაციაში შევიდეს დასავლეთთან.

კვლევა სრულად  

მეტის ნახვა