შუახევში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ფოტო: თეო ფუტკარაძე

კაცს, რომელმაც შუახევში, ცოლი მოკლა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო.

თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, რადგან იგი სამედიცინო დაწესებულებაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

სხდომაზე დაცვის მხარემ სასამართლოს 10 000 ლარი შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ბეჟანიშვილმა არც საქმის განხილვის მოთხოვნა გაითვალისწინა, რადგან ადვოკატს შესაბამისი განცხადებით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

მოსამართლის თქმით, სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას სრულად იზიარებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, ფემიციდის ფაქტი შუახევში, 3 აპრილს მოხდა. ქმარმა ცოლს, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე ყელი გამოჭრა, რის შემდეგაც თვითდაზიანებები მიიყენა.

მეტის ნახვა