ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

აქცია

დედაქალაქში, ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. საპატრულო პოლიციის უფროსის თქმით, დაკავებულები "ნასვამ მდგომარეობაში" იყვნენ და "არაერთი მოწოდების მიუხედავად", მათ არ შეწყვიტეს პოლიციის შეურაცხყოფა, რის გამოც მიიღეს დაკავების გადაწყვეტილება.

"ძალიან ნასვამ მდგომარეობაშია და არაერთი შეურაცხყოფა მოგვაყენა თითოეულ პოლიციელს. გადაღებულია, დაფიქსირებულია კამერების საშუალებით. მოითხოვა წყალი, მივაწოდეთ წყალი, შემდეგ გახდა აგრესიული, რატომღაც. [...] მოვიდა პოლიციასთან ორი ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში და მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აგრძელებდნენ ჩვენს შეურაცხყოფას", - თქვა ვაჟა სირაძემ.

მოქალაქეები პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ. ტერიტორიაზე იყვნენ სამართალდამცავები, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებიც.

მეტის ნახვა