ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს

დარბევა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ გუშინ, ე.წ. რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართული აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, გუშინ 63 ადამიანი დააკავეს - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

გარდა ამისა, დარახველიძის განცხადებით, "სხვადასხვა მძიმე დაზიანება" მიიღო შსს-ს ექვსმა თანამშრომელმა, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით.

"საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქცია სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი, ყველამ კარგად ვნახეთ როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს - მათ შორის ქვებს და ბოთლებს", - ამბობს დარახველიძე.

მეტის ნახვა