დღეს, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაიმართება

ნიკა გვარამია

სააპელაციო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართება.

ეს სხდომა თავდაპირველად 4 ოქტომბერს იყო ჩანიშნული, თუმცა ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე ის დღეს გაიმართება.

ცნობილია, რომ სხდომას თავად ნიკა გვარამიაც დაესწრება. მეორე ინსტანციის სასამართლოში ეს ნიკა გვარამიას საქმის მეორე განხილვა იქნება.

ცნობისთვის, "ოცნების" ხელისუფლებამ ნიკა გვარამია 2022 წლის 16 მაისს დააკავა და 3.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მეტის ნახვა