ბათუმში, წლის წარმატებული ხელოვანები დააჯილდოვეს

ბათუმში წლის წარმატებული ხელოვანების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ ადამიანები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.  „წლის ხელოვანად “ ნატალია ორაგველიძე და ვახტანგ გორდაძე დასახელდნენ, ზურაბ ფირცხალაიშვილს, ანზორ ჯაველიძესა და თეიმურაზ ბოლქვაძეს „რჩეული ხელოვანის“ ტიტული მიენიჭათ.

ნომინაციაში „წლის დებიუტანტი“ ჯილდო ალეკო ქედელიძესა და კესარია ალელიშვილს გადასცეს.  „წლის კულტურის მუშაკად“ ლილი ვარშანიძე, შორენა ცინცაძე, ემზარ შავლიძე, ქეთევან გიორბელიძე და ნინო ნუცუბიძე დასახელდნენ. პროექტი ბათუმის მერიის ორგანიზებით ხორციელდება.

ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად უწყების პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

მეტის ნახვა