ხალხის მობილიზება "ოცნების" კონტრაქციისთვის - რას ამბობენ პოლიტიკოსები აჭარაში?

„ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე აჭარიდან მხარდამჭერების მობილიზების საკითხს გამოეხმაურნენ დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეები დედაქალაქში იძულებით წაიყვანა.

მათივე თქმით, მომიტინგეებს აქციებში ჩართვა ნების საწინააღმდეგოდ უწევთ, რადგან სამსახურების დაკარგვის შიში აქვთ. მმართველ გუნდში კი ოპოზიციის განცხადებებს „აბსურდი“ უწოდეს.

მეტის ნახვა