ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა ოპოზიციის გარეშე - რა საკითხები განიხილეს უმრავლესობის დეპუტატებმა

ხმაურის და დაპირისპირებების გარეშე ჩაიარა დღეს საკრებულოს სხდომამ ხელვაჩაურში, რომელსაც პროტესტის ნიშნად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დაესწნენ. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

ტარიელ ნაკაშიძის განცხადებით, მთავარი ფინანსური დოკუმენტი შემოსავლის ნაწილში 84%, ხარჯვით ნაწილში კი 83%-ით შესრულდა. საკრებულოს წევრებმა ასევე განიხილეს სარფში, კომერციულ ფართებზე საიჯარო საწყისი ქირის საფასურის დადგენის საკითხიც. 

მეტის ნახვა