თოვლი და ძლიერი ყინვა - როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 იანვრამდე?

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, აჭარაში, დღის ბოლოდან გამოიდარებს. საღამოს მოსალოდნელია ძლიერი ყინვა.

უნალექო ამინდი ხვალამდე შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა შედარებით მოიმატებს და 8-10 გრადუსამდე აიწევს.

სინოპტიკოსები ისევ თოვლიან ამინდს ვარაუდობენ 19 იანვრიდან. ჰაერის ტემპერატურა 0-5 გრადუსამდე დაეცემა.

თოვლს პროგნოზირებენ 20 იანვარსაც.

მეტის ნახვა