შუახევში ინტენსიურად თოვს - მერიის ცნობით, იწმინდება გზები, შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება

თოვლი შუახევში

ინტენსიური თოვაა შუახევშიც. დაბალი ზონის სოფლებში, თოვლის სიმაღლე ერთ მეტრსა და 20 სანტიმეტრს აღწევს, მაღალ ზონაში კი ორ მეტრამდეა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თოვლის საფარისგან თავისუფლდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. რიგ სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება კი, ისევ შეზღუდულია.

შუახევის მერიის ცნობით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. უწყებაში მოქმედებს ცხელი ხაზი - 08 000 000 08.

მეტის ნახვა