ქედაში, ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებათ - მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარი 2 მეტრამდე აღწევს

თოვლი ქედაში

დიდთოვლობაა ქედაშიც. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრალურ გზასთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელ მონაკვეთებს, ქედის მერიასთან ერთად, აჭარის საავტომობილო დეპარტამენტი წმენდს.

მუნიციპალიტეტში, ჯამში, 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს. თოვლის საფარი დაბლობში, 80 სანტიმეტრს აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში კი ორი მეტრია.

რამდენიმე სოფელში, შეფერხებებია ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

საბავშვო  ბაღებში, სააღმზრდელო პროცესის განახლება, 24 იანვარსაა დაგეგმილი. ქედის მერიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, გასულ კვირას მიიღეს.

მეტის ნახვა