საქართველოში, "ომიკრონის" 600 შემთხვევაა დადასტურებული - ბოლო მონაცემები

ომიკრონი

საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 600 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"6 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 600 შემთხვევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4234 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.

მეტის ნახვა