ქალი, რომელმაც "აიცერი და მოიგეს" გათამაშებაში 100 000 ლარი მოიგო - ვრცლად ანა ნოზაძის შესახებ

აიცერი და მოიგე

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის "აიცერი და მოიგეს" შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაიმართა.

122 349 აცრილ ადამიანს შორის, ყველაზე იღბლიანი 27 წლის ანა ნოზაძე აღმოჩნდა. იგი "ფაიზერით" ზაფხულში ბათუმში დასვენების დროს აიცრა.

ანა მშობლებთან და ძმასთან ერთად ლილოს დასახლებაში ცხოვრობს. ქალი დროებით უმუშევარია, მოგებული თანხით კოსმეტოლოგიური კაბინეტის გახსნას გეგმავს.

ახალი წლის ღამეს მოგებული 100 ათასი ლარი ანა ნოზაძეს 7 იანვარს გადაეცა. ამით ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია "აიცერი და მოიგე" დასრულდა.

ლატარია 13 სექტემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით იმართებოდა.

მთლიანობაში მოგებულია 2 მილიონ 700 ათასი ლარი, რომელიც გადანაწილდა 17 055 ვაქცინირებულ მოქალაქეზე.

მეტის ნახვა