LIVE
საბავშვო ბაღების თანამშრომლები კონკურსს გაივლიან

საბავშვო ბაღების თანამშრომლები კონკურსს გაივლიან

ავტორები: ???? ???????, ?????? ????????, ????? ?????????

ბათუმში მოქმედი საჯარო ბაღების მნეებს გადანაცვლებას უპირებდნენ. ამის შესახებ მათ ბაღების გაერთიანებაში განუცხადეს. მიზეზად კი ერთ-ერთ ბაღში მომხდარი ინცინდენტი დაუსახელეს. ბაღის გამგეთა თქმით, გადანაცვლება პრობლემას ვერ აღმოფხვრის. თუ ასეთი დარღვევა ნამდვილად არსებობს და ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა, მაშინ სადამსჯელო ღონისძიება უნდა განხორციელდეს.

ლოტოტრონის მოთხოვნით, ბაღების გაერთიანებამ ბათუმის საკრებულოსაც მიმართა. თუმცა ირაკლი ჩაველიშვილმა მოთხოვნა არაგონივრულ გადაწყვეტილებად შეაფასა და არ დააკმაყოფილა, თუმცა ეს ფაქტი იმის საბაბი გახდა, რომ ბაღებში კონკურსის ჩატარება გადაწყდა.

საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი გადაწყვეტილებას კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებისა და შტატების განახლების სურვილით ხსნის. კონკურსის ჩატარება ივლისის მეორე ნახევარში იგეგემბა. დალი ფუტკარაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობას საბავშვო ბაღების გამგეები და მნეენი მიიღებენ.

საბავშვო ბაღების გამგეები კონკურსის წინააღმდეგი არ არიან იმ შემთხვევაში თუ კონკურსში მონაწილეობას თავად ბაღების გაერთიანების თანამშრომლები და დალი ფუტკარაძეც მიიღებს.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ივლისის მეორე ნახევრიდან ქალაქში მოქმედი 27 საჯარო ბაღის თანამშრომლები და მათ შორის ბაღების გაერთიანება კონკურსს ეტაპობრივად გაივლის.


კომენტარები


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

არქივი
ორ
სმ
ოთ
ხთ
პრ
შბ
კვ
123456789101112131415161718192021222324252627282930
გამოკითხვა