არ მიხარია და კიდევაც განვიცდი სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას - პრეზიდენტი

"დღეს არ მიხარია და კიდევაც განვიცდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. დღეს, როგორც იცით, შევხვდი ამერიკის ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს და მასაც გავუზიარე ეს ჩემი განცდები. არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში. რამეთუ, ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა და თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 4 პირს ეხება და მათთვის სავიზო შეზღუდვებს, განცხადება თან ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, ამის მიუხედავად, გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი."

7 აპრ. 2023

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

ნახე მეტი