ყაზახეთის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

სკატი

ფოტო: გუგლიდან

ყაზახეთის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. 10 ივნისიდან, მთელი სეზონის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ, ასტანა-ბათუმის ფრენებს ავიაკომპანია „სკატი“ განახორციელებს. ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი შეხვდა.

მხარეებმა ფრენების სიხშირის გაზრდასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. რეგიონის შესახებ სტატიები ყაზახეთის ონლაინ პლატფორმებზე განთავსდება.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მეტის ნახვა